სამეურვეო საბჭო

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა:


  1. ნანა თეგაშვილი - პედაგოგი
  2. ლალი დონღუზაშვილი - პედაგოგი
  3. მაგდა მჭედლიშვილი - თოდაძე - პედაგოგი
  4. მარიამ სამადაშვილი - პედაგოგი
  5. თინათინ მაისურაძე - პედაგოგი
  6. მერი ბუჭუხიშვილი - პედაგოგი
  7. ხათუნა აბაშიძე - მშობელი 1 საფ
  8. სოფიო მაჭარაშვილი - მშობელი 1 საფ.
  9. ნინო შუბითიძე - მშობელი 2 საფ.
  10. ნონა კილასონია - 2 საფ.
  11. ლამარა ფილფანი - 3 საფ
  12. მარინე სულხანიშვილი - 3 საფ.
  13. ლილი ფილაური - მოსწავლე


სამეურვეო საბჭოს უფლება - მოვალეობები:

1. სამეურვეო საბჭო:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო განათლების კანონის  42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს  მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;
თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება; (28.03.2007. N4530)
კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი,  მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.   დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;
მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.
 მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი
1. სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ა
ირჩევიან მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლები, აგრეთვე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი.
2. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით,  გამჭვირვალობისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის  პრინციპების დაცვით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. (27.12.2006.N4129)
4. სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან.

მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრისა და სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) თუ პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა მას უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი მშობელთა  რაოდენობის გადაწყვეტილებით;
გ) თუ მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, აღარ სწავლობს ამ სკოლაში, ან პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი აღარ არის ამ სკოლის მასწავლებელი; (27.12.2006. N4129)
დ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
ე) თუ სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ვ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ზ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად. (27.12.2006. N4129)
2. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
3. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან  ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე ამ კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამეურვეო საბჭო ვალდებულია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი დოკუმენტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. (27.12.2006. N4129)

Комментариев нет:

Отправить комментарий