вторник, 19 января 2016 г.

დირექტორის ანგარიში სამეურვეო საბჭოსთან (2015-2016 სასწავლო წელი)



ანგარიში
(ფინანსური საქმიანობისა შესახებ)
მოგახსენებთ, რომ 2015წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსაზღვრული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან მისაღები სავარაუდო შემოსავალები, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები.კანონმდებლობის შეცვლამ გამოიწვია 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, კერძოდ, 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დადგინდა  საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები,  გაიზარდა როგორც საბაზო თანამდებობრივი სარგო, ისე სხვადასხვა სახის დანამატების ოდენობა.

სამეურვეო საბჭოს მიერ 2014 წლის ბოლოს  დამტკიცდა 2015  წლის  ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით ისე ხარჯვით ნაწილში. სკოლის2015 წლის 01 იანვრიდან01დეკემბრის ჩათვლით მიღებულმაშემოსავალმა ჯამში შეადგინა 311265ლარი, საიდანაც265871ლარი შეადგენსსკოლაში რიცხულიმოსწავლეებზეგათვლილი ვაუჩერულ დაფინანსებას, 22987ლარი - დანამატს სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის,ხოლო10850ლარი  - სპეციალური საჭიროების მქონებავშვების სწავლების დაფინანსების თანხას. სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა10767ლარი, მათ შორის,იჯარიდან მიღებულმა შემოსავლებმა3526ლარი,სხვა შემოსავალმა შეადგინა 1791ლარი.
სკოლაში 2015 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს რამდენიმე წრე, საიდანაც საერთო შემოსავალმა 5450 ლარი შეადგინა.

ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა ძირითადად გაიხარჯა შრომის ანაზღაურებაზე. კერძოდ,  (ხელფასებზე დაიხარჯა  250954 ლარი,  შ/გ მომსახურებაზე 19143 ლარი,     თამდებობრივი სარგო, სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამტები, ბიულეტენები) და კომუნალურ გადასახადებზე11794 ლარი,გარკვეული თანხა გაიხარჯა ოფისის ხარჯებზე (საკანცელარიო, საწერ-სახაზავი ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა). ძირითად ტექნიკურ საშუალებებზე
დაიხარჯა 2369 ლარი, დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე; 2 ვიდეოთვალი, წყლის დისპენსერი, პრინტერი, ქსეროაპარატი, დაიხარჯა 1420 ლარი,  ბიოლოგიის კაბინეტის
ავეჯში გადავიხადეთ 1390 ლარი. სკოლაში ჩატარდა რემონტი, რაზეც გაიხარჯა 3931 ლარი. გარემონტდა  მე-5 კლასის ოთახი, ქიმიის კაბინეტში დაიგო ლამინირებული იატაკი, კოსმეტიკურად გარემონტდა გახანგრძლივებული  დღის ჯგუფის ოთახი.



ანგარიში
(სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ)

წარმოგიდენთსასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით2014-2015 სასწავლო წლისა და მიმდინარე სემესტრისანგარიშს. 2014-2015სასწავლო წელი მიმდინარეობდა სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამები, რომელიც  დაგეგმილიიყო აღნიშნულ სასწავლო წელს, შესრულდა და საკმაოდ წარმატებითაც დასრულდა.შემუშავებულ იქნა შიდა სასკოლო პროექტები,  ეს პროექტები იყო როგორც საგნობრივი და ჯგუფური სახის, ასევე ინტეგრირებული. ასეთი სახის მუშაობამ გამოიწვია მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა. სკოლა აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.შემუშავდა სასკოლოსასწავლო გეგმა მოსწავლის შესაძლებლობების, მიზნებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.სასკოლო სასწავლო გეგმა შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას და გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან. ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებები ასახულ იქნა სკოლის სასკოლო სასწავლო  გეგმაში. სკოლამ კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩია დისციპლინური კომიტეტი, რომელშიც თანაბარი რაოდენობით შედიან  მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე.  ეს კიდევ ერთხელ  ხაზს უსვამს, იმ ფაქტს, რომ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო სასწავლო პროცესში.
2014-2015 სასწავლო წელს აქტიურად მიმდინარებდა მონიტორინგი, გაკვეთილებზე დასწრება, საგანმანათლებლო პროცესის დიაგნოსტირება და სწავლების ხარისხის შეფასება.
2014-2015 სასწავლო წლის ბოლოს სკოლის გამოსაშვები გამოცდები  წარმატებით ჩააბარა 25-მა მოსწავლემ, რაც საკმაოდ კარგ შედეგს წარმოადგენს. მათგან სრული უმრავლესობა გახდა სტუდენტი. შეიმჩნევა მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდა, რაც ასევე დადებითი მოვლენაა სკოლისათვის.

მიმდინარე წელს სსიპ ქალაქ რუსთავის №6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო  563 მოსწავლით,რის შედეგადაც დაკომპლექტდა 24 კლასი.ამჟამად სკოლაში სწავლობს 574 მოსწავლე. სასწავლო პროცესი სკოლაში მიმდინარეობს შეუფერხებლად. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა იციან თავიანთი მოვალეობები და კარგად ართმევენ თავს. მოსაწავლეებმა იციან სკოლაში ქცევის წესები. მათ იციან, რა შედეგები მოჰყვება გაკვეთილის თვითნებურად გაცდენას ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასწავლო პროექტებში, კონკურსსა და ოლიმპიადებში. კლასებში ძირითადად მეგობრული დამოკიდებულებაა. ასევე, მაღალია მოსწავლეთა უსაფრთხოების ხარისხი, კერძოდ, დილის 9 საათზე, მოსწავლეთა და თანამშრომელთა შემოსვლის შემდეგ იკეტება სკოლის ცენტრალური კარი, სკოლის გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულია16 ვიდეოკამერა,
რომელიც აკონტროლებს მთელ სივრცეს. გარდა ამისა, 2 მანდატური მუდმივად ადევნებს

თვალს სკოლის დერეფნებში მოძრაობას, დისციპლინის დაცვას.
2015-2016 სასწავლოწლის დასაწყისში კლასის დამრიგებლებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც კიდევ ერთხელ გაეცნოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მათი როგორც დამრიგებლის მოვალეობები, სადამრიგებლო კლასებთან მუშაობის წესები. მოსწავლეთა დასწრებისკონტროლი ხორციელდება კლასების დამრიგებლების მიერ. ასევე, დამრიგებლების მიერ მიმდინარეობს მოსწავლეთა გაცდენების შესახებ ინფორმაციის მშობლებისათვის გაცნობა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმირება.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებს შესაბამისი კლასის დამრიგებელმა გააცნო სასკოლო სასწავლო გეგმა, შინაგანაწესი, მოსწავლეთა შეფასების სისტემა და სხვა სასკოლო ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. დამრიგებელი თითოეულ მშობელს  სისტემურად აწვდის ინფორმაციას შვილის მიღწევებზე და ყოფაქცევაზე.
მიმდინარე სასწავლო წელს, ადგილი არ ჰქონია თანამშრომლების მხრიდან არასაპატიო გაცდენებს.თანამშრომელბის მხრიდან დაფიქსირდა უმნიშვნელო დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, რომელზეც დირექციის მხრიდან რეაგირება უკვე განხორციელდა. მასწავლებელთა მიმართ დისციპლინური წარმოება ხორციელდება კანონმდებლოის მოთხოვნათა სრული დაცვით. დაფიქსირდა დისციპლინური გადაცდომის 2ფაქტი და ყველა მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. ასევე, დირექტორის მოადგილის მიერ, რომელიც განსაზღვრულია ჟურნალების მონიტორინგზე პასუხისმგებელ პირად, ხორციელდება პერიოდული შემოწმება მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოების წესის დაცვაზე, რაც ასახული დირექტორის მოადგილის სამსახურეობრივ ბარათებში, ხოლო შემდგომი რეაგირებები განხორციელებულია დირექტროს მიერ. კერძოდ, ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, რაზედაც სკოლის დირექტორის წარდგინებით განხორციელებულია დისციპლინური დევნა და განხილულია დისციპლინური კომიტეტის მიერ. აღნიშნული ღონისძებების გატარების შედეგად, უნდა ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა მასწავლებელთა მიერ ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტები.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საათობრივი ბადის შესაბამისად. თითოეული მასწავლებლის მიერ შემუშავებული პროგრამა  პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ითვალისწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს და ინტერესებს. სააღმზრდელო პროგრამები, რომელიც შეიმუშავეს დამრიგებლებმა,ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს.იმ კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 25-ზე მეტია,ქართულის და ინგლისურის გაკვეთილებზე  კლასი იყოფა ორად. ხოლო მათემატიკას
V-IX კლასებში 1-1 საათი აქვს დამატებული 25%-იანი გადათამაშების ხარჯზე.
აკადემიური შეფასებების გაუმჯობესების მიზნით სკოლაში ინიშნება:
*      დამატებითი მეცადინეობები - გაკვეთილების დამთავრების შემდეგ დაწყებით კლასებშიდაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს უტარდებათდამატებით მეცადინეობები;
*      ტესტირებები - აღნიშნული ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას და პასუხისმგებლობის ამაღლებას;
*      ინდივიდუალური სასწავლო გეგმა  სსსმ მოსწავლეებისთვის. ამჟამად სკოლაში
სწავლობს 14 სსსმ მოსწავლე
*      სწავლის ხარისხის ამაღლებას ემსახურება დღის გახანგრძლივებული ჯგუფი,
სადაც 20 მოსწავლე მეცადინეობს.-
სკოლაში ფუნქციონირებს7-- საგნობრივი კათედრა:
*      ქართული ენა და ლიტერატურის;
*      საზოგადოებრივი მეცნიერებების;
*      საბუნებისმეტყველო მეცნიერებების;
*      მათემატიკის;
*      უცხოური ენების;
*      ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის;
*      დაწყებითი კლასების.

სასწავლო წლის დასაწყისშივე მოხდა კათედრის თავმჯდომარეების არჩევა. შემუშავებულ იქნა კათედრების მუშაობის გეგმა, გაკეთდა ყველა კათედრის ანალიზი, დაიგეგმა პრიორიტეტული მიმართულებები კათედრების მუშაობაში. შერჩეულ იქნა სახელმძღვანელოები და დამატებითი ლიტერატურა კათედრებისათვის. შეთანხმებულ იქნა შეფასების კომპონენტები კათედრების მიხედვით. შემუშავებულ იქნა ღონისძიებების ნუსხა, რომელიც კათედრის წევრებმა წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ. უკვე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტეტული მიმართულებები:
ü  საგნობრივი ჯგუფში შემავალი საგნების სწავლების კოორდინაცია;
ü  ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება;
ü  ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება;
ü  პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
ü  წარმატების წინაპირობის განსაზღვრა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
წლის განმავლობაში ჩატარდება კათედრის სხდომები, განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, პროექტები. კათედრები აქტიურად მუშაობენ სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის.
2015-2016 სასწავლო წელს მიმდინარეობს სასწავლო პროცესის შიდა შეფასება -მონიტორინგი. სასწავლო პროცესის მონიტორინგის პროცესში ჩართულები არიან თავად სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე,საგნობრივი კათედრების თავმჯდომარეები.
1-7 დეკემბერს ტესტირებები ჩატარდა IX-X-XI-XII კლასებში. თითოეულ კლასში შეირჩა საკვლევად 4-4 საგანი.ამჟამად მიმდინარეობს შედეგების ანალიზი.  მე-2 სემესტრის ბოლოს კვლავ  გამეორებით ჩატარდება ტესტირება, მე-9 კლასებში შეფასების ეროვნული ცენტრის
პროგრამით მოხდება თითოეული მოსწავლის მიღწევების ანალიზი.
ასევე ჩატარდება გადასაყვანი გამოცდები .
შიდა შეფასება მიმართულია ძლიერი მხარეების შესანარჩუნებლად, სუსტიმხარეების და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ტარდება სწავლის/სწავლებისხარისხის უზრუნველყოფის, გაუმჯობესების, განვითარების მიზნით. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მოხდება სათანადო რეაგირება და აუცილებელიღონისძიებების ჩატარება. ამ მიზნით მონიტორინგის, შემოწმება-შეფასების ანალიზის საფუძველზე სკოლა:
·         შეიმუშავებს სასწავლო პროცესის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის რეკომენდაციებს;
·         აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შეიმუშავებს განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმას და მონიტორინგს უწევს მათ შესრულებას;
სსიპ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლაში მუდმივად ტარდება ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები, ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტები. სკოლა აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში. 2015 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა №6 სკოლის  მოსწავლე, საიდანაც 13 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში. სკოლა ასევე ჩართული იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიცირებულ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში.აქაც ჩვენი 2 მოსწავლე: სალომე ზეინკლიშვილი და გიორგი ნადირაძე, რომლებიც მე-3 ტურში გადავიდნენ, დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
როგორც იცით, ჩვენი სკოლა გასულ წელს მონაწილეობდა განათლების სამინისტროს 3 მნიშვნელოვან პროექტში. ესენი იყო: ,,დაწყებითი განათლების განვითარება- G-pride”, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ზრდა ადგილობრივ ბაზაზე”, მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის განვითარება- PH-international”. am proeqtebma mniSvneloani roli Seasrules Cvens warmatebaSi da avtoritetis zrdaSi. ჩვენმა პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა რესპუბლიკურ კონფერენციაში. პროექტ G-pride-ის მიერ მოწოდებული მეთოდური ლიტერატურა ძალიან დაგვეხმარა მშობელთა ინტერაქციაში. გასულ წელს დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში განხორციელდა პროექტი ,,ვკითხულობთ შვილებთან ერთად”. მიმდინარე წელს იგივე G-pride ახორციელებს დაწყებით საფეხურზე ,,ბიზნესის უნარ-ჩვევების” პროგრამის პილოტირებას. ჩატარებულია ტრენინგი და შემოტანილია სასწავლო რესურსი და თვალსაჩინოება პირველი გაკვეთილების ჩასატარებლად. ასევე ჩართული ვართ ,,სასკოლო ქსელების ” პროექტში ქალაქის №2 სა №24 საჯარო სკოლებთან ერთად. გათვალისწინებულია რამდენიმე ერთობლივი ღონისძიების განხორციელება. აქტიურად ვიმუშავეთ მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და რამოდენიმე გრანტიც მოვიპოვეთ. ორგანიზაცია ,,სიქა”-მ დაგვაჯილდოვა 300 ლარიანი და 1500 ლარიანი გრანტებით, რითაც შევიძინეთ ლეპტოპი, ფოტოაპარატი და საკანცელარიო საქონელი. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვაჟა ქარუხნიშვილი დასახელდა წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგად.
            მიმდინარე წელს კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. მოსწავლეთა ჯანმრთელობას ემსახურება კვალიფიციური პედიატრი ეკატერინე ჯუღელი, რომელიც კონკურსის წესით იქნა შერჩეული. განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ საგანგებოდ შექმნა და სათანადო ინვენტარითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვა სამედიცინო მომსახურების კაბინეტი. თითოეულ მოსწავლეზე გახსნილია ანკეტა, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში აღირიცხება ყოველდღიური მომსახურება და გაცემული მედიკამენტები.
ვფიქრობ, რომ ასევე გაუმჯობესდა მოსწავლეთა კვების მდგომარეობაც. ახალი სასწავლო წლიდან შეიცვალა მოიჯარადე, რომელმაც უკეთესი ხარისხისა და ასორტიმენტის კვების პროდუქტები შემოგვთავაზა.
სკოლის დირექცია სისტემატიურად ზრუნავს საბიბლიოთეკო ფონდის ზრდაზე. მიმდინარე წელს შემოტანილია 208 ლარის მხატვრული ლიტერატურა. ბიბლიოთეკის მუშაობის შესწავლამ გვიჩვენა, რომ მუდმივად იზრდება მკითხველთა რაოდენობა. წიგნი განსაკუთრებით პოპულარულია დაწყებით საფეხურზე და ჩვენს ვცდილობთ პატარებს შევთრავაზოთ ახალ-ახალი წიგნები. მართალია , ბევრ ძვირადღირებულ წიგნს შინ ვერ ვატანთ, მაგრამ მოსწავლეები სიამოვნებით კითხულობენ ბიბლიოთეკაში.ჩვენი  მუშაობისწარმატებულ
სეგმენტად მიმაჩნია ინკლუზიური სწავლება. ჩვენი მუშაობის წარმატებულ სეგმენტად მიმაჩნია ინკლუზიური განათლება. ამჟამად იდენტიფიცირებულია 14 მოსწავლე, რომელთაგან უმეტესობას აქვს მენტალური და ქცევითი პრობლემები. სასწავლო წლის დასაწყისშივე საგნის მასწავლებლებმა სკოლის ფსიქოლოგთან და სპეც.მასწავლებელთან ერთად შეადგინეს ინდივიდუალური გეგმები, რომლებშიც გაწერილია გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები. სკოლის ისგ ჯგუფი თვეში ერთხელ
ხვდება სსსმ მოსწავლეთა მშობლებს და ააანალიზებს შედეგებს. ამჟამად რესურსოთახში ინახებას სსმ მოსწავლეთა პორტფოლიოები, რომლებშიც თავმოყრილია მათი ნამუშევრები.
რესურსოთახი აღჭურვილია როგორც ტექნიკური საშუალებებით: ლეპტოპით, პრინტერით,ისე ინკლუზიური სწავლებისათვის საჭირო რესურსებით.
2015-2016 სასწავლო წელი აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ სკოლის მასწავლებლები ჩართულები არიან პროფესიული განვითარების სქემაში და აქტიურად ზრუნავენ თვითგანვითარებაზე. სკოლაც თავის მხრივ მაქსიმალურად ცდილობს შეუწყოს ხელი მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას. სკოლაში არჩეულია სამი ფასილიტატორი, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გადიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და ჩართულები არიან მასწავლებელთა მუშაობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

სკოლის მიზანია მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ადა ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოსწავლეების აღზრდა, რაც სკოლის დირექციისა და მასწავლებლების ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს. მე-2   სემესტრიდან დაგეგმილია მრავალი ინტეგრირებული გაკვეთილის, პროექტის, ექსკურსია -გაკვეთილის ჩატარება,რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სკოლაში სწავლის დონის ამაღლებას. ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს , რომ
ჩვენს თემში ფაქტობრივად არ არსებობს რაიმე კულტურულ-საგანმანათლებლო ან სპორტული ცენტრი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ  ამ ფუნქციების   შესრულებას. სკოლაში ტრადიციულად ტარდება სპორტული სპარტაკიადები, მხიარული სტარტები, ფოტოგამოფენები, შემოქმედებითი ღონისძიებები. სკოლა მუდმივად მუშაობს მშობელთა
ჩართულობის ამაღლების მიზნით. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა დაწყებით საფეხურზე,
რაშიც დიდი დახმარება გაგვიწია  პროექტმა  g-pride-მა,მათ მიერ მოწოდებული აქტივობები
საინტერესო აღმოჩნდა მშობლებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე,
სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს სერიოზული მუშაობა მოუწევს მშობელთა პედაგოგიზაციის მიმართულებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий